გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გორგოძე მეოთხედფინალში და ნახევარფინალშია

გააზიარეთ

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წლის პირველ ტურნირზე, ავსტრალიის ქალაქ კანბერაში მონაწილეობს და უკვე მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც გაინაღდა.

ჩვენებურმა, რომელიც 176-ე ჩოგანია, დღეს 86-ე ჩოგანს, იაპონელ მოიუკა უჩიჯიმას 6:4; 6:1 აჯობა.

პირველ სეტში გორგოძე ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ ორივეჯერ გაუთანაბრა. თუმცა, ეკომ მესამე ბრეიკი იმ დროს გაახერხა, მეტოქეს უკვე შანსი რომ აღარ ჰქონდა.

მეორე სეტი ჩვენებურმა დამაჯერებლად მოიგო – 5:0 დაწინაურდა, მერე კი, მოგება უკვე დროის ფაქტორი იყო.

გორგოძის მომავალი მეტოქე ისევ იაპონელი იქნება – ჰიმენო საკაცუმე იქნება, რომელიც რეიტინგში 151-ეა.

გორგოძე ნახევარფინალშია წყვილთა შორის. ჩვენებურის მეწყვილე იტალიელი კამილა როზოტელოა. დუეტმა ჯერ ამერიკელები გამოთიშა ტურნირიდან, მეოთხედფინალში კი იაპონური წყვილი – კობორი-სიმიჩუ დაამარცხა. ნახევარფინალში მათი მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კოზირევა-შიმანოვიჩის დუეტი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი