გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გორგოძის ორი მარცხი ერთ დღეში

გააზიარეთ

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე წლის პირველ ტურნირს გამოეთიშა და ახლა სრულად ავსტრალიის ღია პირველობისთვის გადაერთვება.

გორგოძემ ძალები კანბერაში მოსინჯა, სადაც ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალში გავრდა, ხოლო წყვილთა შორის – ნახევარფინალში.

ჩვენებური დღეს იაპონელ ჰიმენო საკაცუმეს გაეჯიბრა და ნახევარფინალთან უფრო ახლოს იყო, მაგრამ პირველი სეტის მოგების შემდეგ ორი დათმო და ეს უფლება აზიელ სპორტსმენს გადაულოცა – 6:3; 2:6; 0:6.

კანბერაში გორგოძის მეწყვილე იტალიელი კამილა როზოტელო იყო. დუეტმა ჯერ ამერიკელები გამოთიშა ტურნირიდან, მერე იაპონელებს აჯობა. აი, ნახევარფინალში კი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კოზირევა-შიმანოვიჩის დუეტთან კი, პირწმინდად დამარცხდნენ – 3:6; 1:6.

გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობას კვალიფიკაციიდან დაიწყებს. იქვე იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც. თუმცა, ბასილაშვილს აქვს მცირე შანსი, პირდაპირ ძირითად ბადეშიც მოხვდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი