გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გორის დილამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

გააზიარეთ

გორის „დილამ“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო ოფიციალურად წარადგინა.

ლონგო გორში გადმოსვლამდე იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ სესტრის ავარჯიშებდა. მანამდე კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა ალბანურ კლუბებში – ტეუტა, ფლამურტარი და კუკესი.

იტალიელს მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ასისტენტის რანგში მუშაობდა უკრაინის გრანდ დინამო კიევში, საუდის არაბეთის წამყვან კლუბ ალ ჰილალში და საბერძნეთის პაოკში.

გარდა საკლუბო კარიერისა, ლონგო 2009-2011 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი