გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჯუღელს ლუკა გაგნიძესთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა გაგნიძემ, შესაძლოა, კარიერას ფოთის კოლხეთი 1913-ში გააგრძელოს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული მედია Geo Goal ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. მოსკოვის დინამო მზად არის, გაგნიძე 100 ათასი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს, ხოლო შეთანხმებას მისი აგენტი მამუკა ჯუღელი უზრუნველყოფს.

გავრცელებული ცნობით, გაგნიძე ფოთში უკვე იმყოფებოდა და კოლხეთის ბაზასაც ესტუმრა. ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში 2021 წელს თბილისის დინამოდან 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა რუსეთში სათამაშო დრო იშვიათად მიეცა და ამჟამად იჯარით იყო განათხოვრებული.

.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები