გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გორის “დილამ” ფოთში ურთულესი მატჩი მოიგო!

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გორის “დილამ” მნიშვნელოვან შეხვედრაში სტუმრად ფოთის “კოლხეთი” 2:1 დაამარცხა. მატჩი დაძაბული და დინამიური გამოდგა, სადაც გორელებმა მეტი ტერიტორიული უპირატესობა და აქტიურობა აჩვენეს.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე აბუაშვილის ჩაწოდებას ფირანიშვილის შანსი მოჰყვა, თუმცა ცარიელ კარში ვერ შეძლო გატანა. ამის შემდეგ დილა გააქტიურდა და თამაში გამოასწორა.

ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა: “დილამ” კუთხური გაათამაშა, ტიბუემ საჯარიმოში ჩააწოდა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავური დარტყმით მეტოქის კარი აიღო.

პირველი ტაიმის ბოლოს ფოთელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს – 45+5 წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი აბუაშვილმა შეასრულა. დემეტრე ბულისკერიამ პირველი დარტყმა მოიგერია, თუმცა აბუაშვილმა დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარი არანაკლებ საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა. 62-ე წუთზე “დილას” შეეძლო წინ გასვლა, თუმცა დრამეს მიერ შესრულებული პენალტი კვლავ ბულისკერიამ მოიგერია.

მატჩის ბედი საბოლოოდ 80-ე წუთზე გადაწყდა – ოთარ ფარულავამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და გორელებს გამარჯვება მოუტანა.

ბოლოსკენ ფოთელები შეტევაში გადავიდნენ და VAR-ის გადამოწმების შემდეგ პენალტი ვერ მოიპოვეს, რის შემდეგაც მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ამ შედეგით “დილამ” 35 ქულა დააგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 13 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნი ზონისკენ არიან მიმართულნი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი