გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

გორის დილას საპასუხო განცხადება

გააზიარეთ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, რომელშიც გორის დილამ თბილისის დინამოს უმასპინძლა და 2:11 დაამარცხა ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისელთა ფეხბურთელი ჯაბა კანკავა ტრიბუნაზე მყოფ ადგილობრივ გულშემატკივარს დაუპირისპირდა და შედეგად მოედნიდანაც გააძევეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის დინამო ოფიციალური განცხადება დღეს დილით გაავრცელა, რასაც გორის დილას საპასუხო წერილი მოჰყვა.
საფეხბურთო კლუბ ,,დილას” განცხადება !
გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ დილა – დინამო თბილისის მატჩში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უპირობო პატივისცემა, როგორც კონკრეტულად ჯაბა კანკავას, როგორც ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ფეხბურთელისადმი, ასევე ზოგადად თბილისის ,,დინამოს” ყველა ფეხბურთელის და წევრის მიმართ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თხოვნით მივამართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს, ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმებების თაობაზე.
თავდაპირველად ჩვენ არ გვსურდა, აღნიშნული ეპიზოდზე ასეთი დეტალური ჩაღრმავება, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საკითხს მოყვა არაერთი სახის სპეკულაცია, მათ შორის არასპორტულ ჭრილშიც, ამიტომ მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილია მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის.
ასევე ვაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში და იგი არ ყოფილა განგრძობითი მთელი მატჩის განმავლობაში. აქვე გვსურს უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას გადავუხადოთ დიდი მადლობა უშუალოდ ინციდენტის დროს მაღალ დონეზე რეაგირებისა და მაღალი რისკის საფრთხის თავიდან აცილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ დინამოს ფეხბურთელები სრული შემადგენლობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მივიდნენ აღნიშნულ ტრიბუნასთან საიდანაც მიიღეს მხოლოდ პატივისცემა და აპლოდისმენტები, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის მხრიდან სწორი ფასეულობების ქონას. ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპის – პატივისცემის დაცვას, და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი