გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დიდი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ – საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

გააზიარეთ

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირტუგალიას 98:90 სძლია.
პორტუში გამართულ მატჩში საქართველომ მეტოქეს ოთხიდან სამი პერიოდი მოუგო.

პირველი მეოთხედი პორტუგალიამ 24:16 მოიგო. თან ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარკიზ რიდმა ხუთ წუთში სამი პერსონალური შენიშვნა მიიღო და მწვრთნელმა ის სათადარიგო სკამზე გადაიყვანა.
მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და დიდი შესვენების წინ, მხოლო ერთი ქულით ვაგებდით.

მესამე პერიოდი ქართველებმა კარგად ჩაატარეს და ხუთი ქულით გაიმარჯვეს.
მეოთხედის სტარტზე გოგა ბითაძეს ოთხი პერსონალური დაუგროვდა,
დასკვნით პერიოდში ალექსანდერ ჯიკიჩის ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სანდრო მამუკელაშვილმა 22 ქულა მოიპოვა. გუნდს 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა შესძინა.
მარკიზ რიდმა 13, ხოლო გოგა ბითაძემ 11 ქულა დააგროვა.

პორტუგალიიდან ორმაგი დუბლი ნეემიას კეტამ შეასრულა. ბოსტონ სელტიკსის კალათბურთელმა 20 ქულას, 11 მოხსნა დაუმატა.

საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვების შემდეგ 5 მოგება დაუგროვდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი