გამოგვიწერეთ

MMA

გურამ ქუთათელაძის გმირობა – უცნობი ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

გააზიარეთ

სოციალურ ქსელში MMA Georgia-ს ფეისბუქ გვერდი ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძის შესახებ ჯერ არ გავრცელებულ ისტორიას გვიზიარებს – ამბავს, რომელიც მის მაღალ მორალსა და ადამიანურ სახეს კარგად წარმოაჩენს.

“ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ, რომელიც შეიძლება არ იცოდით – 2000-იანების ბოლოს და 2010-იანების დასაწყისში მოხდა, 2008-2010-ის პერიოდში. საქართველოში ტარდებოდა 8-იანის ფორმატის ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც გურამ ქუთათელაძეც მონაწილეობდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც შერეული საბრძოლო ხელოვნებები ასეთი პოპულარული, როგორც დღესაა, არ იყო. მებრძოლებს მინიმალურ ჰონორარზე უწევდათ ბრძოლა. 200-500 ლარზეა საუბარი.

ტურნირი გურამმა მოიგო, თუმცა გაიგო, რომ ერთ-ერთ მონაწილეს დედა ჰყავდა ავად. თვითონ ქუთათელაძესაც არ ულხინდა იმ პერიოდში, მაგრამ თავის ჰონორარი სრულად გადააბარა ორგანიზატორებს და სთხოვა, რომ იმ ბიჭისთვის გადაეცათ, რომელიც დედის ჯანმრთელობისთვის იბრძოდა.

აი, ასეთი შეგნებული და დიდი მორალის მატარებელი იყო ბავშვობიდან. პატივისცემა და ჯანმრთელობა გურამს”, – წერია MMA Georgia-ს მიერ გავრცელებულ პოსტში.

ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ნამდვილი ჩემპიონობა მარტო რინგზე გამარჯვებას არ ნიშნავს – ის ადამიანურ არჩევანში ჩანს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად MMA