გამოგვიწერეთ

MMA

ცნობილია, რისთვის მოუხადა ბოდიში UFC-ს ლეგენდამ ილია თოფურიას

გააზიარეთ

UFC-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ლეგენდარულმა ფიგურამ, დენიელ კორმიემ, საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას საინტერესო და, გარკვეულწილად, არაზუსტი განცხადება გააკეთა.

“თოფურია და ცარუკიანი მდიდრები არიან, მდიდრები კი არ ჩხუბობენ. სიგიჟე იქნება ორი ისეთი ადამიანის დაპირისპირება, რომლებსაც UFC-ში ფული არ უშოვიათ”, – განაცხადა კორმიემ.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ილია თოფურიას ბავშვობა საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. მისი თქმით, ყოფილა პერიოდი, როდესაც ერთდროულად ოთხ სხვადასხვა სამსახურში უწევდა მუშაობა, რათა ოჯახი ერჩინა და თავი დაეღწია მძიმე პირობებისთვის.

ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, დენიელ კორმიემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი კომენტარი უყურადღებოდ, წინასწარი ცოდნის გარეშე წარმოსთქვა და ილიას შეურაცხყოფა არ ყოფილა მისი მიზანი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA