გამოგვიწერეთ

კრივი

გურული რინგზე ხელმა აღარ გაუშვა

გააზიარეთ

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე ოდენ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ცხადია, ასეთი დონის ტურნირზე ნებისმიერი სინჯის მედალი საამაყო და დასაფასებელია, თუმცა დასანანი ის არის, რომ ქართველ მოკრივეს ტრავმის გამო ფინალში გასასვლელად აღარ უბრძოლია.

ინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა გურული ნახევარფინალამდე სამი მეტოქის დამაჯერებლად ძლევით მივიდა და იქ უზბეკ მეტოქეს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა…

ქართველმა მოკრივემ სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ხელის დაზიანების გამო ჩემპიონატს ჩაეხსნა და გადაწყვიტა სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს.

„პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში ხდება. მადლობა ჩემს ოჯახს, გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ მათ დაფასებას და სიყვარულს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ნახევარფინალში ვარ და ბრინჯაოს მედალი გავინაღდე, თუმცა სამედიცინო კვლევის, ექიმისა და გუნდის გადაწყვეტილებით ნახევარფინალში აღარ მივიღებ მონაწილეობას. სამივე ბრძოლის ჩატარება ტრავმირებული ხელით მომიწია და ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ტურნირის გაგრძელება.

ექვსი წელია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. დიდი სიამაყეა, როდესაც კვარლცხბეკზე მდგომი საქართველოს დროშას ვუყურებ. ამჯერად მიზანშეწონილია გავიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან ბევრად ძლიერი დაგიბრუნდეთ.

წინ დიდი გზა გვაქვს. პროფესიონალური კარიერა და 2028 წლის ოლიმპიური თამაშები“ – წერს ლაშა გურული სოციალურ ქსელში.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კრივი

  • 17 წლამდე მოკრივეთა ხუთი მედალი

    გააზიარეთ17 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც კინბაუმი (გერმანია) მასპინძლობდა, 29 ქვეყნის მოკრივეთა შორის 15...

  • ოქროს აკაკი და ლუკა

    გააზიარეთჩეხეთში სხვასადსხვა ასაკობრივ კატეგორიაში კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დიდებულად ჩხუბობენ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები....

  • გარანტირებული მედალი და უკეთესის მოლოდინში

    გააზიარეთინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა, რაც იმის მაუწყებელია,...

  • გურულის მორიგი ტრიუმფი

    გააზიარეთლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ლაშა გურულმა კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა....