გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დანილო გალინარიმ იტალიას ხელი დაუქნია

გააზიარეთ

ევრობასკეტი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე შინ არიან ჩვენი ჯგუფის ორი წარმომადგენელი – ესპანეთი და იტალია. ეს უკანასკნელი კი 1/8 ფინალში სლოვენიის ნაკრებთან დამარცხდა.

„აძურას“ საკალათბურთო ნაკრებში მათთვის უკვე დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თანამდებობა დატოვა ექსტრავაგანტულმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა დანილო გალინარიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ვეტერანი იტალიელი კალათბურთელი იტალიის ნაკრების ღირსებას 21 წლის მანძილზე იცავდა. 2011, 2015 და 2025 წლებში გალინარიმ სამ ევრობასკეტზე ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ის ასევე გუნდთან ერთად იყო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, დანილო გალინარიმ ის თითქმის სულ ნბა-ში გაატარა და არაერთი გუნდის მაისური მოირგო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი