გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დებიუტანტი თავში, ფავორიტები ბოლოში

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო – ცხრილის ბოლოსკენ ფავორიტები არიან, თავში დებიუტანტია.

რუსთავი-გაგრა 1:2

რუსთავმა სეზონში პირველად წააგო, გაგრამ კი პირიქით, პირველად გაიმარჯვა.

არადა, ქვემო ქართლელები სწრაფი გოლით იგებდნენ. დავით უბილავაპასის შემდეგ ჟან სოუზა დე ალმეიდამ ტექნიკურად შეასრულა – 1:0. რუსთავს სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ალმეიდას ანგარიშზეა.

გაგრამ თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალა: ჯერ უკრაინელმა ანდრი ანდრეიჩუკმა ინდივიდუალური გარღვევა ლამაზი გოლით დაასრულა; ბოლოს დავით მუჯირმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და 1:2.

დინამო (თბ)-იბერია 0:0

დინამო არენაზე გოლი ვერ ვნახეთ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გამოცდილმა მეკარეებმა, გიორგი ლორიამ და გიორგი მაკარიძემ, კარი მშრალად შეინახეს.

მეშახტე-დინამო (ბთ) 0:0

კიდევ ერთი მატჩი, სადაც გოლი არ გასულა ტყიბულის მეშახტესა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა. თუმცა, იმერულ გუნდს მსაჯთან არაერთი კითხვა დაუგროვდათ: ჯერ მეშახტეს ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ და თითქოს ჩანდა კიდეც, მაგრამ VAR-მა მსაჯსაც არ უხმო. ტაიმის ბოლოს მსაჯმა დინამოელი რევაზ ჩიტეიშვილის მოედნიდან გააძევება, მერე საქმეში ისევ ვიდეო-რეფერი ჩაერია და გადააფიქრებინა. არადა, წითელი აშკარა ჩანდა.

დილა-ტორპედო 1:0

გორელებმა სეზონში პირველი სამი ქულა აიღეს, ტორპედოს გადაასწრეს და ბოლო ადგილიც გადაულოცეს. დიეგო ლონგოს გუნდმა ლაშა მენთეშაშვილის სწრაფი გოლით მოიგო.

დილას მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ზურაბ მუსელიანმა 11 მეტრიდან ვერ შეაგდო. ბოლოს ტორპედოს ფეხბურთელი გაუძევეს დად ყველაფერი ნათელი გახდა.

სპაერი-სამგურალი 4:1

მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ოთხი ტურის შემდეგ გამოიკვეთა – დებიუტანტ სპაერს უკვე ცხრა ქულა მოუგროვდა და პირველია.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე 10 კაცით დარჩენილ სამგურალს „გადაუარეს“. თორნიკე ასკურავას, ლაშა კოხრეიძისა და გიგა სამხარაძის გოლებს ლაშა შერგელაშვილმა პასუხი საჯარიმო დარტყმით გასცა.

მომდევნო ტური 21-22 მარტს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი