გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის საშეჯიბრო დებულება და სკოლების კატეგორიზაციის დებულება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ასევე გააცნეს 2026 წლის ეროვნული ლიცენზირების შედეგები.

ამასთან, ცვლილებაა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფორმატში, სადაც 2026 წლიდან იმოქმედებს გუნდების განთესვის სისტემა და გათამაშების დაწყებამდე შედგება სატურნირო ბადე.

ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.

დავით მუჯირი:

„სიახლე გვაქვს თასის გათამაშებაში. ყველა ეტაპი იქნება ერთთამაშიანი, მაგრამ მოხდება გუნდების განთესვა. წლის დასაწყისშივე შედგება ბადე და ყველა გუნდს ეცოდინება პოტენციური მეტოქე. შედეგად, წილისყრა თასის იქნება მხოლოდ წლის დასაწყისში“.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი