გამოგვიწერეთ

ნაკრები

დემურ ეფრემიძე: მარტივად არაფერს დავთმობთ

გააზიარეთ

ხვალ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დახურავს. რიჩარდ ქოქრილმა აფრიკელების წინააღმდეგ განაცხადი გუშინ დაასახელა და საინტერესოა, რომ მარქაფა 6+2 სისტემით აქვს, ანუ 6 მორკინალი და 2 ხაზის მორაგბე.

მარქაფაშია მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, რომელიც ხვალ “ბოკესთან” პირველ სანაკრებო  კეპს მოიხვეჭს. მართალია, დემომ ჩიტასთანაც ითამაშა, მაგრამ აღნიშნული მატჩი ოფიციალურ  ტესტ-მატჩთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა და მორაგბეებს კეპები არ მიენიჭათ. მატჩის წინ, დემურ ეფრემიძემ ხვალინდელ მატჩზე  კომენტარი გააკეთა.

“საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ ეს  უდიდესი პასუხიმგებლობაცაა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ვეთამაშებით, განვიხილეთ მათი  წინა ორი მატჩი და ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. სამხრეთ აფრიკასთან რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ გპირდებით მარტივად არაფერს დავთმობთ.” -თქვა დემურ ეფრემიძემ 

საქართველო-სამხრეთ აფრიკის მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 19:10 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები