გამოგვიწერეთ

MMA

დვალიშვილის სავარაუდო მეტოქე ცნობილია

გააზიარეთ

ქართველი მანქანა მერაბ დვალიშვილი მორიგ  ბრძოლას ოქტომბერში  გამართავს და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მესამედ დაცვას შეეცდება. როგორც ამერიკული მედია წერს, მერაბის მომდევნო დაპირისპირება UFC 320-ზე   4 ოქტომბერს შედგება და მეტოქე კორი სენდეჰეგენი  იქნება.

წყაროს ცნობით, მებრძოლებმა კონტრაქტები უკვე გააფორმეს და ბრძოლის ოფიციალური ანონსი  19 ივლისს გაკეთდება, სადაც UFC 318 უნდა გაიმართოს.  სხვათაშორის, დანა უაითმაც დაადასტურა, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე სენდჰეგენი იქნება.

მერაბმა ბოლოს  ივნისში UFC 316-ზე იჩხუბა, შონ ომალი საბმიშენით დაამარცხა და ტიტული მეორედ დაიცვა. რაც შეეხება კორი სენდეჰეგენს,  33 წლის ამერიკელი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 5 მარცხია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად MMA