გამოგვიწერეთ

MMA

თოფურია ხსნის, როგორ იქცა ნოკაუტების მანქანად

გააზიარეთ

UFC-ის უძლეველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, კვლავ ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად მისი მოულოდნელად ეფექტიანი ნოკაუტების საიდუმლოს შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ახერხებს ბრძოლების სწრაფად და დამაჯერებლად დასრულებას.

„როდესაც ოქტაგონში ვდგავარ, ჩემი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის დამარცხება კი არ არის, არამედ დროის კონტროლია. პირველი რაუნდის შუა ნაწილიდან უკვე ვგრძნობ, რომ მეტოქე მზადაა, სწორედ მაშინ იწყება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. თუ მეორე რაუნდამდე საკუთარი ძალის, ენერგიის და მოძრაობის სწორად დოზირება შევძელი, ვეღარაფერი მაჩერებს“, – აღნიშნა თოფურიამ მედიასთან საუბარში.

„საჭირო არ არის, რომ ბრძოლა თავშივე გამანადგურებელი დარტყმებით დაიწყო. საკმარისია ენერგია სწორად გაანაწილო, ეს სამი კომპონენტი: ენერგია, ძალა და მოძრაობა სრულად აკონტროლო და ყველაფერი შენი ნებაა. ამ დროს აკეთებ იმას, რაც თავად გინდა“, – დასძინა ქართველმა მებრძოლმა.

UFC-ის შიდა წრეებში თოფურიას უკვე “სიტყვის კაცად” მოიხსენიებენ – ილიამ ბრძოლის წინ რაც არ უნდა დააანონსოს, ასრულებს კიდეც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA