გამოგვიწერეთ

MMA

დვალიშვილი: ბრძოლას საუკეთესო ფორმაში შევხვდები

გააზიარეთ

UFC 320-ის კვირეული ოფიციალურად დაიწყო და ტრადიციულად, მებრძოლებისთვის ყველაზე მძიმე ეტაპიც დადგა — წონის ჩაბარება. მერაბ დვალიშვილი მომზადების ფაზას ოპტიმისტურად აფასებს.

„ბოლო სპარინგი წარმატებით დავხურე. ახლა წინ ყველაზე არასასიამოვნო პროცესი მაქვს — წონის დაკლება. დაახლოებით 10 კილოგრამით დაქვეითება მომიწევს. ყოველდღიურად ორჯერ ვვარჯიშობდი და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ფორმაში შევხვდები ბრძოლას. სამშაბათის შემდეგ წყლის სმას შევწყვეტ და ფაქტობრივად 55 საათი მშრალი რეჟიმით მომიწევს ყოფნა. ლას ვეგასში ეს ოდნავ მარტივდება, რადგან ყველა პირობა მაქვს სახლში, მათ შორის სარბენი ბილიკიც. ყველაფერი კონტროლქვეშაა,“ — აღნიშნა დვალიშვილმა.

ქართველი მებრძოლი 5 ოქტომბერს დილის საათებში კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება.

ეს შეხვედრა ტიტულისთვის მესამე დაცვას ნიშნავს. გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსოფლიო ელიტაში მყარად დამკვიდრებულია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA