გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები ლიბანს თელავში უმასპინძლებს

გააზიარეთ

5 და 7 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივეჯერ ლიბანის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ორივე თამაში თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება და დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გეგა კოშაძე თსუ-დან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი);

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, ნიკა ხარატიშვილი (ყველა კსუ), ვახტანგ კეკელია, ნიკოლოზ კურტანიძე (ორივე პსპ), არჩილ სებისკვერაძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია (ყველა ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), გეგა კოშაძე (თსუ), ლუკა ფარცვანია, საბა ტყეშელაშვილი (ორივე გომელი, ბელარუსი).

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები