
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება.
კვარაცხელია მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო მიქაუტაძე მატჩის წინ ფრანგულ მედიას ესაუბრა.
– რა განწყობა გაქვთ პსჟ-სთან თამაშის წინ?
– ეს ჩემპიონთა ლიგაა და ორგზის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში, სახლში, ფანტასტიკური ატმოსფეროთი, ძალიან საინტერესოა… დიდი მატჩისთვის ყველაფერი არსებობს. მიყვარს ასეთი მაღალი ფსონების მქონე თამაშები. მინდა, მომენტით დავტკბე და ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია. ყველა იქ იქნება – ოჯახის წევრები, მეგობრები… შედეგად, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.
– გახდა პსჟ საფეხბურთო სამყაროში საორიენტაციო ნიშანი?
– პსჟ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. სუსტი მხარეები არ აქვს. ყველა პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელია, ყველა მრავალმხრივი და თითქმის ყველგან შეუძლიათ თამაში. როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად, ისინი წარმოუდგენლად სრულყოფილები არიან.
– რას იტყვით ხვიჩა კვარაცხელიაზე?
– ახლოს ვართ. ნაკრებში დროს ხშირად ვატარებთ ერთად. მართლაც შესანიშნავი ბიჭია. ბოლო სანაკრებო შესვენების დროს, ვისაუბრეთ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო. თავად გამომიცდია და მისთვის რთულია – ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე მძიმე ტრავმაა. ეს ასევე დიდი დარტყმაა ეროვნული გუნდისთვის, მით უმეტეს, რომ ის ჩვენი კაპიტანია. მთელი საქართველო მის უკან დგას.
– გაგიკვირდათ ოქროს ბურთის გათამაშებაში მისი მეექვსე ადგილი?
– დიახ, ეს უსამართლობაა. უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა. სულ მცირე, ხუთეულში მაინც. ჩემპიონთა ლიგა მან მოიგო. ფლეი ოფში გოლებს იტანდა და გუნდს ლიდერობდა. ის არის ადამიანი, რომელსაც მე ვაფასებ.
– პსჟ-ში გოდტსის ტრანსფერმა გაგაკვირვათ?
– არა. როდესაც პირველად შევხვდი, უკვე დიდი მოთამაშე იყო უზარმაზარი პოტენციალით. მისი პროფილი გარკვეულწილად კვარას მსგავსია. ჰქონდა ეს ნაპერწკალი – ფეხბურთელების დამარცხების სურვილი, სიჩქარე და წამის მეასედში დარტყმების განხორციელების ან დრიბლინგის უნარი. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც ფრანგული იცოდა და საკმაოდ ბევრს ვსაუბრობდით. პარიზში გადასვლა მივულოცე.
– ზაფხულში ბარსელონას გიკავშირებდნენ…
– ეს სასიხარულოა და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ეს ასევე ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობ. ამას გარდა, ხავი-ინიესტა-ბუსკეტსის და MSN-ის (მესი-სუარესი-ნეიმარი) შემდეგ, ბარსას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამაზე დიდად არ მიფიქრია. მე წინასასეზონო მზადებაზე ვიყავი კონცენტრირებული.
– მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთჯერ იყავით ძირითად შემადგენლობაში…
– მინდა ყველა მატჩში ვითამაშო, სასტარტო შემადგენლობაში ვიყო და ვაჩვენო, რომ შესანიშნავი თავდამსხმელი ვარ. როდესაც ასე არ არის და ნაადრევად გცვლიან, იმედგაცრუებული ხარ.
– დიდ კლუბში თამაში გსურთ?
– ფეხბურთის თამაში სწორედ ამ მიზეზით დავიწყე. მინდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. 26 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მზად ვარ დიდ კლუბში გადასასვლელად. ყველაფერი მაქვს. ვცდილობ, ეს ყოველთვის ვაჩვენო. შესაძლოა, ცოტა მეტი დრო მჭირდება.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 10 წუთი agoგიორგი მიქაუტაძე: კვარა უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 22 წუთი agoქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის მეტოქეები შეიტყო
გააზიარეთ3 ნოემბერს, ნიონში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები C ლიგის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 24 წუთი agoფუტსალის ნაკრები ლიბანს თელავში უმასპინძლებს
გააზიარეთ5 და 7 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი