გამოგვიწერეთ

რაგბი

დიდი 10-ის პირველი წრე იდენტური თამაშებით დაიხურა

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტურში რუსთავის ხარებმა გორი 34:31 დაამარცხა, მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

ხარებს, რომელმაც გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვა 21 ქულა აქვს ლელოს ურთიერთშეხვედრით უსწრებს. გორმა კი, მცირე სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა მიიღო და 13 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

ხარებმა ტაიმი 24:7 მოიგო და თითქოს, გამარჯვებაც ახლოს იყო, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. გუნდებმა ჯერ ლელოები გაცვალეს, მერე გორელების დრო დადგა და ორი ლელოთი და ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს. ეს 77-ე წუთზე მოხდა.

მასპინძლებმა ბოლო წუთზე შეძლეს გასატანი ჯარიმის გამომუშავება, რომელიც დავით მოძღვრიშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ხარებს 34:31 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეც მოძღვრიშვილი გახდა.

გაწითლებულ დროში გადაწყდა დედაქალაქური გუნდების, ხვამლისა და წიქარას ჯახი და აქაც ჯარიმით. ხვამლმა 23:22 იმარჯვა.

მასპინძლებმა ტაიმი 15:10 მოიგეს, მაგრამ მეორეს დადსაწყისში სხვაობა ხუთი ქულით კიდევ უფრო გაზარდდეს. წიქარა არ გატყდა და 77-ე წუთზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გარდასახვით დაწინაურდა. მერე ჯარიმის უფლებაც მიიღო და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ცენტრიდან დარტყმული ოვალი კარს ასცდა. საპასუხოდ ხვალმა ივარგა –გაწითლებულ დროში ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც მატჩის საუკეთესოდ დასახელებულმა ლუკა თაყაიშვილმა გაიტანა და მასპინძლებს 23:22 მოაგებინა.

ხვამლს 20 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეექვსეა, ხოლო წიქარას ნუგეშ-ქულა ერგო და 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი