
crocobet დიდი 10-ის 2025-26 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბათუმი, ქუთაისის არესი და აია, რუსთავის ხარები და თბილისური გუნდები – ლელო და ხვამლი აგრძელებენ.
ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების მუხედავად, ელიტას სტეფანწმინდის ყაზბეგი ემშვიდობება. თავის მხრივ, დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, მეცხრე ადგილი და შესაბამისად, ფლეი აუტში (პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან) თამაშის უფლება შეინარჩუნა დებიუტანტმა გორმა.
დებულების თანახმად, მე-18 ტურის ხუთივე შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. 10-დან რვა გუნდს ამოცანა ქონდა გადასაჭრელი, ორი კი უმოტივაციოდ გახლდათ: რუსთავის ხარებს მეოთხე ადგილი გარანტირებული ქონდა, ხოლო მერვე საფეხურზე მყოფ წიქარას არც დაქვეითება ემუქრებოდა და ვერც ექვსეულში შედიოდა.
წიქარა დასკვნით ტურში ხვამლს დაუპირისპირდა. მუხიანელებს ექვსეულში შესასვლელად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ და ამასთან, ლელოს ან არმიას საკუთარი თამაშები ვერ უნდა მოეგოთ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ხვამლმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 32:12 გაიმარჯვა. ხვამლს ბონუს ქულაც ერგო რეგულარული სეზონი 39 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა.
მანამდე მეექვსე ადგილს თბილისის არმია იკავებდა, რომელიც სტეფანწმინდის ყაზბეგთან 20:35 დამარცხდა, 36 ქულა დარჩა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ თამაშში მოგება ორივე გუნდს ჭირდებოდა, რადგან გორის მარცხის შემთხვევაში, სტეფანწმინდელებს მეცხრე ადგილზე აღზევების შანსი ჰქონდათ.
გორმა მშობლიურ ქალაქში უმოტივაციო ხარები 43:15 დაამარცხა, ბონუს ქულაც აიღო და მეცხრე ადგილი შეინარჩუნა. ხარები 48 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და ფლეი ოფის პირველ რაუნდში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.
ბათუმმა აია ერთი გარდასახვით – 26:24 დაამარცხა და პირველი ადგილი შეინარჩუნა, რიონისპირელები კი, მესამე ადგილს დასჯერდნენ. გარდა ამისა, „სარბიელის სინიც“ ბათუმში დარჩა.
ლელომ არესს 32:27 სძლია და 42 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა, არესი კი, მეორე ადგილს დასჯერდა.
შედეგად, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე აია ხვამლს ქუთაისში 28 მარტს დაუხვდება; ხარები კი, ლელოს 29 მარტს რუსთავში შეერკინება; ამ წყვილებში გამარჯვებული გუნდები მეორე ეტაპზე ერთმანეთს 5 აპრილს ეთამაშებიან; ფლეი ოფის მეორე ეტაპზე, 4 აპრილს, ბათუმი არესს მიიღებს და მათ შორის გამარჯვებული ფინალში გავა, დამარცხებული კი, მცირე ფინალში ფლეი ოფიდან გასულ მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაუხვდება.
პირველი ეტაპი:
აია (ქუთაისი)-ხვამლი (თბილისი) (28 მარტი); ხარები (რუსთავი)-ლელო (თბილისი) (29 მარტი);
მეორე ეტაპი:
ბათუმი (ბათუმი)-არესი (ქუთაისი) (4 აპრილი); აია/ხვამლი-ხარები/ლელო (5 აპრილი).
იხილე მეტი
-
ქართული
/ 2 საათის agoსაქართველოს თასისთვის ბრძოლას ოთხეული აგრძელებს
გააზიარეთგაიმართა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩები და გაირკვა ის ოთხეული, რომელიც ტიტულისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoიმ დღიდან, ზუსტად ორი წელი გავიდა…
გააზიარეთ2024 წლის 26 მარტია. რომელი საათია ვერ გეტყვით. ან ვის სცალია საათზე დასახედად, ყველა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 5 საათის agoმამუკელაშვილმა და ტორონტომ საქმე გაირთულეს
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაჭრელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი