
გაიმართა crocobet დიდი 10-ის მე-17, ბოლოსწინა ტური და ბევრი რამ ნათელი გახდა, ცოტა გასარკვევია.
ფლეი ოფში 1-2 ადგილებით, დიდი ალბათობით, ბათუმი და ქუთაისის არესი გავლენ. ზღვისპირელებმა რუსთავში ხარებს 24:8 სძლიეს ლიდერის პოზიციაზე დარჩნენ და „სარბიელის სინიც“ დაიბრუნეს.
მოქმედ ჩემპიონს 62 ქულა აქვს და ორით უსწრებს არესს. ხარებმა კი, სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, 48 ქულით მეოთხე ადგილზე რჩება და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, არც დაქვეითება ემუქრება და ვერც დაწინაურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთაველები ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მეხუთე ადგილზე გასულ გუნდს უმასპინძლებენ.
არესმა სტეფანწმინდის ყაზბეგს 23:17 აჯობა და ხუთი ქულით უსწრებს მეორე ქუთაისურ გუნდ აიას. თუ არესი ბოლო ტურში ისე წააგებს, რომ ქულასაც ვერ აიღებს, მაშინ აიამ ბონუსით უნდა მოიგოს და თანაქალაქელებს ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობებს. ეს კი, რთული იქნება, რადგან აია სათამაშოდ ბათუმში ჩადის, ხოლო არესი ლელოს ესტუმრება.
აიამ თბილისის წიქარას წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა, 41:21 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
მასპინძლებმა შვიდი ლელო გაიტანეს, სამი გაუშვეს, ბონუს ქულაც მოიპოვეს და ფლეი ოფში 1-2 ადგილით შესვლის შანსი შეინარჩუნეს. თუმცა, რაოდენ მოახერხებენ, ამაზე ზემოთაც ვთქვით; წიქარა 31 ქულით მერვე ადგილზეა და ექვსეულში შესვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
თბილისის ხვამლმა დედაქალაქურ დერბიში ლელო 20:17 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.
ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, მუხიანელებმა სატურნირო ცხრილში 34 ქულა მოაგროვეს და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდნენ. ხვამლი ორი ქულით ჩამორჩება არმიას, რომელმაც გორში 22:29 წააგო; აი, გორელებმა კი, ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ყაზბეგს ადგილი გაუცვალეს.
ამ დროისთვის საქმე ასეა: ბათუმი 1-2 ადგილს ვერ დაკარგავს; დიდი ალბათობით, არესიც ზღვისპირელებთან ერთად იქნება; აია და ხარები ფლეი ოფის პირველი ეტაპის მასპინძლები იქნებიან; ლელო (38 ქულა), არმია (36), ხვამლი (34) და წიქარა (31) ფლეი ოფში შესავლელად იბრძოლებენ. მათგან ყველაზე ნაკლები შანსი წიქარას აქვს; გორი (20) და ყაზბეგი (19) კი, ბოლოადგილოსანს გაარკვევენ.
ბოლო ტურში ითამაშებენ: წიქარა-ხვამლი; ლელო-არესი; ბათუმი-აია; გორი-ხარები; ყაზბეგი-არმია.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 4 საათის agoნიკა ბურჯანაძის შეგირდებმა ევროპა მარცხით დაიწყეს
გააზიარეთსაქართველოს 16 წლამდე ნაკრები ერთადერთია ასაკობრივებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. თუმცა, ნიკა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoსაქართველო ინგლისთან ორმაგით დამარცხდა
გააზიარეთსაქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისთან 33:66 წააგო. გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 6 საათის agoსაქართველოს ნაკრები მზადებას 13 აგვისტოს დაიწყებს
გააზიარეთ13 აგვისტოდან საქართველოს ნაკრები მზადებას 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი