გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დილას ყოფილი მეკარე შოტლანდიურ დანდი იუნაიტედს შეუერთდა

გააზიარეთ

გორის დილას ყოფილი მეკარე ევგენი კუჩერენკო კარიერას შოტლანდიურ დანდი იუნაიტედში გააგრძელებს. ინფორმაციას შოტლანდიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.   უკრაინელ მეკარესა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კუჩერენკო  შიდა ქართლური კლუბის ღირსებას 2023 წელს იცავდა და 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დილადან იგი 250 000 ევროს სანაცვლოდ უკრაინულ  ჩერკაზში გადაბარგდა.  ასევე, სხვადასხვა დროს – შახტარი 2-ის, პორტუგალური ლეირიას, კოლოსის, პოდილიას, ყაზახური აკსუს ღირსებას იცავდა.

დანდი იუნაიტედმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც 43 წლის ჯიმ გუდვინია, გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები