გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

თურქეთს ესპანეთმაც მიბაძა – სად გვიმასპინძლებს ევროპის ჩემპიონი?

გააზიარეთ

ამას წინათ გამცნეთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირება თურქეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება ქალაქი იზმითი უმასპინძლებს.

ჩვენს მეზობლებთან და პრინციპულ მეტოქესთან ჯახამდე სამი დღით ადრე კი არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გველის E ჯგუფის უდავო ფავორიტ და მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1/8 ფინალურ მატჩში, ჯვაროსნები სწორედ პირენეელებთან დამარცხდნენ.

ჰოდა, თურქებს არც ესპანელები ჩამორჩნენ და საქართველოს გუნდთან სათამაშოდ მასპინძელი ქალაქი და სტადიონი შეარჩიეს. 11 ოქტომბერს, გაისად ოკეანისგაღმა გასამართი მონდიალის შესარჩევი ეტაპის III ტურის მატჩი ესპანეთისა და საქართველოს გუნდებს შორის ქალაქ ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეზ ვალეროზე გაიმართება.

აღნიშნული სტადიონი 1976 წელს აიგო და ის 32 ათასამდე ადამიანს იტევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი