გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დინამო არენა სრულად განახლდება

გააზიარეთ

დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას მოწვევით თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქტიტექტურული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯიო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს დინამო არენას რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები.

HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დინამო არენა და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა თუ რა მიმართულებით შეიძლება სტადიონის განვითარება.

“მოხარული ვარ, რომ დინამო არენას რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. ამ ადამიანს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და ანახლებენ სტადიონებს.

დინამო არენას უდიდესი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, რომ მისი განახლება ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს.” – რომან ფიფია

“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დინამო არენასთან რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლელობა რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და მეორეს მხრივ განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა.” – ანტონიო ვუტაჯიო

HPP Architects ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც სტადიონების მშენებლობასა და განახლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას ისეთ სტადიონებზე აქვს ნამუშავეარი როგორებიცაა: Europa-Park Stadium Freiburg; BayArena Leverkusen; Xujiahui Sportpark Shanghai და ა.შ

წყარო: fcdinamo.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი