გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დინამო და სამგურალი დაზავდნენ

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-20 ტურში დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა,  ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 63-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ზუსტად და ძლიერად ველისოლმა დაასრულა, რითაც სამგურალი წინ გავიდა.

თბილისელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 72-ე წუთზე გოლის ავტორი თორნიკე მორჩილაძე გახდა, ხოლო საგოლე გადაცემა მეკარე გიორგი ლორიამ ჩაიწერა საკუთარ აქტივში. დარჩენილ წუთებში ორივე გუნდმა სცადა გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა შედეგი აღარ შეცვლილა.

დინამო თბილისი ამჟამად 33 ქულით მესამე პოზიციაზეა და შემდეგ ტურში ფოთის კოლხეთს შეხვდება, სამგურალი კი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა და გარეჯთან გასვლით მატჩს გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი