გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დინამო თბილისმა ბათუმში გაილაღა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამომ სტუმრად ბათუმის დინამო დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

მატჩის ანგარიშის გახსნას 21-ე წუთი დასჭირდა. ონორე გომისმა თბილისელები დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე ისევ გომისმა გაიტანა დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში ირაკლი სირაძემ ანგარიში 0:3 გახადა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 47-ე წუთზე ბათუმელთა მხრიდან ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

მატჩის 60-ე წუთზე ბათუმელთა ფეხბურთელმა გოუთ ოუჰაბიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მოუწია.

შეხვედრაში საბოლოო წერტილი ნიკოლოზ ჩიქოვანმა 87-ე წუთზე დასვა და საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა.

ამ მოგების შემდეგ დინამო თბილისმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, დინამო ბათუმი კი 30 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ რამდენიმე გულშემატკივარი მოედანზე შევიდა და ფეხბურთელებთან ფოტოს გადაღება მოისურვა.

მართალია, მოთამაშეებთან ფოტოს გადაღება ცუდად აღსაქმელი არ არის, თუმცა წესები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაცული იყოს. მოედანზე დაუკითხავად შეჭრა დაუშვებელია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი