გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ცნობილია რა შემთხვევაში გადავა ჯოვინო ფლამარიონი გონიოში

გააზიარეთ

რამდენიმე კვირის წინ, საფეხბურთო კლუბ გონიოს პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ ფეისბუქ სთორიში საინტერესო მინიშნება გააკეთა: მან გააზიარა ფოტო, რომელზეც ბრაზილიელ შემტევთან, ჯოვინო ფლამარიონთან საუბარია აღბეჭდილი, თან კი დააწერა:

„რაღაცას გეუბნებოდით ხო? ისურვებდით ჯოვინოს გონიოში?“

ფლამარიონის სახელს ქართულ ფეხბურთში კარგად იცნობენ – ბრაზილიელმა ფორვარდმა წლების განმავლობაში ბათუმის დინამოს მაისურით არაერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მან კლუბში 2016, 2017, 2020 და 2021 წლებში იასპარეზა და გულშემატკივართა სიმპათიაც მოიპოვა.

28 წლის შემტევის კარიერაში ფიგურირებს რუსული როტორი, ფრანგული ვალენსიენი, ასევე ბრაზილიური პალმეირასის 20-წლამდელთა გუნდი. ამჟამად კი ტაშკენტის ფახთაქორში ირიცხება.

ჩვენი ინფორმაციით, ჯოვინო ფლამარიონს ამ ეტაპზე არ სურს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში თამაში. თუმცა, თუ გონიომ გადმოსვლა მოახერხა ეროვნულ ლიგაში, ტრანსფერის თემა შესაძლოა აქტუალური გახდეს და მოლაპარაკებებიც განახლდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი