გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დინამო შოკშია, გაგრამ ბოლო წუთზე გაიმარჯვა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე მტკივნეული მარცხი იწვნია. დედაქალაქური გუნდი გაგრას დაუპირისპირდა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული იყო, თუმცა გარდამტეხი ეპიზოდი 44-ე წუთზე დაფიქსირდა: დინამოს ფეხბურთელი ლეო ასუნსაო წითელი ბარათით გააძევეს, რის გამოც თბილისელები მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

მიუხედავად ამისა, დინამომ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში იშვიათად ხვდებოდა. სტუმრებმა კი თავდაჯერებულად ითამაშეს და ბოლო წუთებზე მათი ძალისხმევა შედეგიანადაც დასრულდა. 93-ე დამატებულ წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაზილიელმა ვანდერსონმა ზუსტად შეასრულა და გაგრას სამი ქულა მოუტანა.

დინამო თბილისი 38 ქულით მესამე ადგილზე რჩება, გაგრა კი 32 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი