გამოგვიწერეთ

მძლეოსნობა

დუპლანტისი დაფრინავს, დუპლანტისი არ დადის

გააზიარეთ

შვედი ჭოკით მხტომელი მონდო დუპლანტისი „არანორმალური“ ბიჭია. სკანდინავიელი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მე-14 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დღეიდან პლანეტის რეკორდი 6 მეტრი და 30 სანტიმეტრია.

დუპლანტისმა მესამე მსოფლიო ჩემპიონობა ტოკიოში იზეიმა. არადა, სულ 25 წლის არის და ტიტულები მარტო წელს იმდენი დაუგროვდა, სხვები კარიერის მანძილზე ვერ მოინაგრავენ: ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი დახურულ დარბაზში გახდა; შემდეგ ბრილიანტის ლიგის შვიდ ეტაპი მოიგო  – მათ შორის ფინალი; ახლა კი სართად მსოფლიო ჩემპიონატიც დააყოლა. მარტო წელს ოთხჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი.

რაც შეეხება კარიერის მანძილზე მეთოთხმეტედ გაუმჯობესებულ მსოფლიო რეკორდს, ამით ლეგენდარულ უკრაინელს, სერგეი ბუბკას გაუთანაბრდა. ისეთი ბიჭია, არ გაჩერდება…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად მძლეოსნობა