გამოგვიწერეთ

მძლეოსნობა

სპორტის დედოფალი და ახალგაზრდა მეფე

გააზიარეთ

ამ ბიჭის შესახებ სპორტულმა სამყარომ ჯერ კიდევ 2018 წელს გაიგო, როდესაც მძლეოსნობაში ბერლინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზა და ოქროს მედალთან ერთად მსოფლიოს რეკორდსაც გამოჰკრა ხელი.

მაშინ, შვედი ჭოკით მხტომელი არმან დუპლანტისი სულ რაღაც 18 წლის გახლდათ და როგორც იტყვიან კოჭებში ეტყობოდა, რომ უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობდა. სპორტის დედოფლად წოდებულ მძლეოსნობაში ვარსკვლავთბიჭუნა გამოჩნდა.

მას შემდეგ ის ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება და აგერ უკვე მეცამეტედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. დიახ, არ მოგჩვენებიათ, ნამდვილად მეცამეტედ.

უნგრეთში გამართულ კონტინენტურ ტურზე დუპლანტისი 6,29 მეტრის სიმაღლეს გადაახტა. აქამდე რეკორდი ლეგენდარულ სერგეი ბუბკას ეკუთვნოდა (6,14). უკრაინელის შედეგი შვედმა სპორტსმენმა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გააუმჯობესა, თუმცა არ ჩერდება და სანტიმეტრებსაც უმატებს.

დუპლანტისის კოლექციაში უკვე არის ორ-ორი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები. არადა, ჯერ სულ 25 წლის არის…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად მძლეოსნობა