გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ევროსარბიელის წინ დილა მწვრთნელის გარეშე დარჩა

გააზიარეთ

Crystalbet ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გორის დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.  რიკარდო კოშტამ შიდა ქართლური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

Etablo.ge-ს დილას პრესსამსახურში განუმარტეს, რომ კოშტამ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება ოჯახური გარემოებების გამო მიიღო და პორტუგალიაში დაბრუნება გადაწყვიტა. კლუბში გვითხრეს, რომ, უდიდესი ალბათობით,  ახალი მთავარი მწვრთნელიც უცხოელი იქნება.

გორის დილა ეროვნული ლიგის 18 ტურის შემდეგ,  38 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან იბერიას ექვსი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დილამ ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა ითამაშოს.

 

ფოტო – ნინი ქიქავა

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი