გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

დიდი დანაკლისი საკლუბო ჩემპიონატზე – პსჟ-ს ლიდერი 3 მატჩს გამოტოვებს

გააზიარეთ

ერთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 4-5 დამარცხდა და ფინალის საგზურს დაემშვიდობა, რასაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმაც დაემატა.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს გარემარბმა უსმან დემბელემ ბარძაყი დაიჭიმა, რის გამოც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასაწყისს გამოტოვებს. RMC Sports იტყობინება, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრავმა სამკვირიან რეაბილიტაციის პერიოდს მოითხოვს.

ტრავმის გამო დემბელე საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს, რაც სამი თამაშის გაცდენას გულისხმობს, თუმცა თუ პარიზელებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს, უსმანი პლეი-ოფიდან დაეხმარება ლუის ენრიკეს გუნდს.

აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმა მიიღო ბრედლი ბარკოლამაც, რის გამოც მესამე ადგილისთვის მატჩს გამოტოვებს, თუმცა საკლუბო ჩემპიონატისთვის მწყობრში იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები