გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

თამასა აწეულია – ოკეანისგაღმა მხოლოდ ჩემპიონობისთვის

გააზიარეთ

სეზონი თითქმის ყველგან, ყოველშემთხვევაში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ნამდვილად დასრულდა, ევროთასებზეც ტრიუმფატორები გამოვლენილია და თითქოს შვებულებების პერიოდი იწყება, მაგრამ წინ კიდევ გველის ცხელი ბატალიები. 14 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იღებს სტარტს, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ცხადია პსჟ-ს და ხვიჩა კვარაცხელიასკენ იქნება მიმართული. ახლახანს, ჩემპიონთა ლიგაზე ფოიერვერკული გამოსვლის და გამარჯვების შემდეგ პარიზული გრანდის ფეხბურთელების ნაწილმა თავიანთი ქვეყნის ნაკრებებს მიაშურა ერთა ლიგის თუ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ, ნაწილმა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ სულ ორიოდე დღე დაისვენა და ლუის ენრიკემ შეგირდებს კვლავ საწვრთნელ ბაზაზე უხმო.

ბუნებრივია, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და განსაკუთრებით ინტერის წინააღმდეგ ფინალში დიდებული თამაშის შემდეგ, თამასა იმ სიმაღლეზე არის აწეული, რომ პსჟ-სგან ქომაგები ოკეანისგაღმა მინდვრებზეც მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას და ჩემპიონობას მოელიან.

ლუის ენრიკეს გუნდს B ჯგუფში ესპანურ ატლეტიკოსთან, ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან და ამერიკულ სიეტლ სანდერსთან მოუწევს დაპირისპირება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი