გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ეს დამშვიდობება არაა, უბრალოდ მომავალ შეხვედრამდე

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე  შენგელია ვირტუს ბოლონიას დაემშვიდობა. თოკომ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა.

“ვირტუსის ძვირფასო გულშემატკივრებო, ბოლონიელები. ცხოვრებაში არის ეტაპები, რომლებიც მარადიულად რჩებიან და ჩემთვის აქ გატარებული პერიოდი ასეთია. ამ ქალაქში რაც დამხვდა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კალათბურთი. ბოლონიაში ჩამოსვლისას ვიპოვე ქალაქი,  რომელმაც მიმიღო კლუბი, რომელმაც ჩემი ირწმუნა და ქომაგები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. რაც შემეძლო ყველაფერი გავიღე ამ გუნდისთვის.ეს დამშვიდობება არაა, უბრალოდ მომავალ შეხვედრამდე – სიყვარულით თოკო”

თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას 2022 წელს შეუერთდა და გუნდის მაისურით 128  მატჩი ჩაატარა. წელს, ქართველმა ბოლონიელებთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა და თოკო ფინალური სერიის MVP გახდა.

შენგელია მომავალი სეზონიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი