გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდროს არჩევანი – ევროპა თუ კანადა

გააზიარეთ

ჯერ კიდევ 24 საათის წინ ამერიკული მედია სანდრო მამუკელაშვილს ევროპაში კარიერის გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდება – ჩვენებური ისევ ოკეანის გაღმა დარჩება და პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ითამაშებს.

ამერიკაში აქტუალურად იწერება ქართველი ფორვარდისა და კანადური კლუბის მომავალ თანამშრომლობაზე. მეტიც, საუბარია კონტრაქტის პირობებზე: ორი წლის განმავლობაში სანდრო 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

თუმცა, ისიც ხშირად მომხდარა, რომ თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერებიც კი ბოლო წამს შეჩერებულა…

აქამდე ბევრი ითქვა ბერძნულ პანათინაიკოსთან თითქმის გადაწყვეტილ ურთოერთობაზეც. რა გზას აირჩევს მამუკელაშვილი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი