გამოგვიწერეთ

სხვა...

ვაჟებში ქუთაისმა იმარჯვა, ქალებში – თბილისმა

გააზიარეთ

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან ტყვიის სროლაში, რომელსაც ნინო სალუქვაძის ტირი სამი დღე მასპინძლობდა.

ცოტა უცნაური შემთხვევაა, რომ ვაჟებში თბილისი უმედლოდ დარჩა: ოქრო და ბრინჯაო ქუთაისმა ირგუნა, ვერცხლი – თელავმა. თუმცა, გუნდურში მაინც მეორე ადგილი აიღო და მხოლოდ ქუთაისს ჩამორჩა; სამაგიეროდ, ქალებში სამივე მედალი თბილისელებმა დაისაკუთრეს  – კლუბი ნინო სალუქვაძის წევრებმა. მეტიც, გუნდურშიც სამივე ადგილი მათი იყო.

პირადი პირველობა

ვაჟები: 1. იოანე ხვარეშია (ქუთაისი)  – 573 ქულა; 2. შოთა სუმბაძე (თელავი) –  569; 3. შოთა გირგვლიანი (ქუთაისი) –  566;

ქალები: 1. მარიამ ფროდიაშვილი (კნს) – 577; 2. მარიამ მარშავა (კნს) – 568; 3. მარიამ აბრამიშვილი (კნს.) – 565;

გუნდური ჩათვლა

ქალები: 1. კნს (მარიამ ამბარიმიშვილი, მარიამ მარშავა, სალომე ფროიდაშვილი) – 1 696; 2. კნს (ელენე წიკლაური, ლიზი აღნიაშვილი, თამარ ჯინჭარაძე) – 1 667; 3. კნს (მარიამ ფროდიაშვილი, ქეთი ჭილაძე, მარიამ თუხარელი) – 1 656;

ვაჟები: 1. ქუთაისი (გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია, შოთა გირგვლიანი) – 1 691; 2. კნს (ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, კაკო მოსულიშვილი) – 1 676; 3. თელავი (შოთა სუმბაძე, გიგა გურგენაშვილი, ლევან ბოჭორიშვილი) – 1 675.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სხვა...