გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველო Danube Cup-ის გამარჯვებულია

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის მზადების პროცესში, მონაწილეობა Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ახალი მწვრთნელის, რევაზ ჩომახიძის თავკაცობით ჩვენმა ნაკრებმა ტურნირი მოიგო.

ჩვენმა გუნდმა სამივე მატჩი მოიგო: თავდაპირველად კანადას 17:11 აჯობა; შემდეგ ავსტრალია 17:9 დაამარცხა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებებთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი