გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი და კვარა კარგ შემოდგომას გვპირდებიან

გააზიარეთ

საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ და გუნდის ახალმა კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი:

„ერთა ლიგა სექტემბერში იწყება და მანამდე დიდი დროა. გუნდში ჯერ მსუბუქი განწყობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ზერელე დამოკიდებულებას. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩის, ახლა რომ გადამწყვეტი მატჩები იყოს, შესაძლოა, გაგვერისკა, მაგრამ ახლა შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და მათ დასვენების საშუალება მივცეთ. თუმცა, ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ უკეთ გვეცოდინება მათი სათამაშო მდგომარეობა…

ხვიჩას კაპიტნობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა გუნდში საუბრის შემდეგ. იმედი გვაქვს, ღირსეული კაპიტანი იქნება…

ხვალინდელი მატჩში წარმატება იქნება, თუ დავინახავთ მეტ დინამიკასა და დისციპლინას. ბოლო ექვსი თვე რთული იყო, მაგრამ ახლა ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს და, იმედს ვიტოვებთ, რომ ერთა ლიგას სრულად მომზადებული შევხვდებით…

ქართველი გულშემატკივარი გამორჩეულია და ამის დასტურია ევრო 2024. თუმცა, რთულ პერიოდში მათი გვერდით დგომა უფრო გვჭირდება“.

ხვიჩა კვარაცხელია:

„პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივუსამძიმრო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო…

რაც შეეხება ნაკრებს, ერთა ლიგისთვის განწყობა საბრძოლო იქნება, ყველა თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, ხოლო დანარჩენს დრო გვიჩვენებს. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ მით უფრო რთულია. შევეცდები ბოლომდე დავიხარჯო და სხვებისთვის მაგალითი ვიყო. ამასთან, საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩემი ოცნებები ავისრულო. კი, ხანდახან მოედანზე მოციური ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთის თანმდევი ბაწილია. შევეცდები ისეთი ვიყო, რომ გუნდი არ დავაზარალო. ხვალინდელი დღიდან უკვე ვემზადებით ერთა ლიგის და ვამუშავებთ იმ ნიუანსებს, რომელიც შემოდგომაზე უნდა წაგვადგეს“.

პრესკონფერენციის შემდეგ კვარაცხელიას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ გასული წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ისრაელის მატჩი 26 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები