გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ვინ იყო პირველი შავკანიანი ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში?

გააზიარეთ

1999 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა შავკანიანი ფეხბურთელი — ნიგერიელი უჩე უვაკვე.

იგი 1979 წლის 3 ივლისს ნიგერიაში დაიბადა. უვაკვე უნივერსალური მოთამაშე იყო და როგორც ნახევარმცველის, ისე თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა. მისი სიმაღლე 173 სმ, წონა კი 82 კილოგრამი იყო.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა ეროვნული ლიგაში დებიუტი 1999 წლის 24 აპრილს „დინამო ბათუმის“ რიგებში „მერანთან“ შეხვედრაში ჩაატარა (1:0).

საქართველოში მან სულ 4 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში და 1 შეხვედრა — ეროვნული თასის გათამაშებაში.

საფეხბურთო კარიერა:

1999 – დინამო ბათუმი

2000-2003 – ტავრია სიმფეროპოლი (უკრაინა)

2005 – ეგერსუნდი (ნორვეგია)

2006 – ჩინეთი

2011-2013 – იუსი ბესტი თბილისი

უჩე უვაკვე ისტორიაში დარჩა, როგორც პირველი შავკანიანი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი