გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სანიოლი: ფრანგულ კლუბებს ხვიჩაზე ვესაუბრე და დამცინეს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, Ligue 1-ს ვებ გვერდთან ინტერვიუში გაიხსენა პერიოდი, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ ბევრად დაბალი ფასი ჰქონდა და თავად ცდილობდა, ახალგაზრდა ტალანტზე ფრანგული კლუბებისთვის მიეწვდინა ხმა:

„დაახლოებით სამი წლის წინ ჩემს თავს უფლება მივეცი, რამდენიმე კლუბთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მესაუბრა. პირდაპირ რომ ვთქვა, არ იყო ის, რომ დამცინეს, მაგრამ სერიოზულადაც არ დამყვნენ. ერთადერთი კლუბი, სადაც რეალური ინტერესი გამოჩნდა, „ნიცა“ იყო. მაშინდელი სპორტული დირექტორი ჟულიენ ფურნიე თავადაც ესაუბრა მოთამაშეს. საბოლოოდ „ნაპოლიმ“ გაცილებით სწრაფად იმოქმედა, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო – მხოლოდ ჟულიენი იყო ადამიანი, ვინც გულით მოუსმინა“, – აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ში 2025 წლის დასაწყისში გადავიდა, როცა პსჟ-მ ნაპოლის 70 მილიონი ევრო გადაუხადა. იმ პერიოდში კი, როცა სანიოლი მის შეძენას ფრანგ კლუბებს ურჩევდა, ქართველი ვარსკვლავის ფასი ბევრად უფრო დაბალი იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები