გამოგვიწერეთ

ძიუდო

ზაგრების გრან პრი უმედლოდ დავიწყეთ

გააზიარეთ

დაიწყო ზაგრების გრან პრი და ტატამიზე ორი ქართველი ძიუდისტი გავიდა, მაგრამ მედლის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა.

მედალთან ახლოს ლაშა ნადირაძე (66კგ) იყო, მაგრამ მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილების გამო კვარცხლბეკზე ვერ ავიდა. საქმე ის არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნადირაძემ ბულგარელი ბოიან იოტოვი ვაზარიზე დასცა. თუმცა, იქვე შებოჭვაზე მოჰყვა. ერთია, მეტოქეს დაუძვრა, მაგრამ ბულგარელმა ვაზარი მაინც წაიღო. თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა, მაგრამ მსაჯებმა ნადირაძის გდებას გადახედეს და დაასკვნეს, რომ გდების შესრულებისას ლაშა ტატამიზე თავით წავიდა და ჰანსუკო-მაკეთი დასაჯეს.

მანამდე ნადირაძემ ჯერ გერმანელი ლენი ლინუს ბურკი დაამარცხა, შემდეგ – ტაივანელ ჩონგ-იუ ლინი; ჩვენებური მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ხორვატ დანი კლაჩარს აჯობა.

ამავე წონაში თორნიკე მაზიაშვილმა ბელგიელ რობი დემეტსს კი აჯობა, მაგრამ მეორე წრეში ზემოთ ნახსენებ იოტოვთან დამარცხდა.

15 ნოემბერს ტატამიზე გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილს (ორივე  73) და ირაკლი ბეროშვილს (81) გავლენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ძიუდო