გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“თამაშის მანერით კვარცხელიას ჰგავს” – მეცის სპორტული დირექტორი

გააზიარეთ

ფრანგულ მეცში გიორგი აბუაშვილი ოფიციალურად წარადგინეს. ახალგაზრდა ქართველი შემტევი კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ არპინონმა მედიის წინაშე წარადგინა და მის ტრანსფერზე მნიშვნელოვანი კომენტარიც გააკეთა.

არპინონმა აღნიშნა, რომ აბუაშვილისადმი კლუბს სერიოზული გრძელვადიანი გეგმები აქვს და მისი შესაძლებლობებით უკვე მოხიბლულები არიან. სპორტულმა დირექტორმა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასაც კი შეადარა:

„გიორგი აბუაშვილი ძალიან პერსპექტიული და ტალანტიანი ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე იყო. მისი პოვნა სულ ცოტა ხნის წინ მოხერხდა და ამაში წიტაიშვილმა დიდი როლი ითამაშა. გიორგის პოტენციალმა ჩვენზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. ის თამაშობს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მარჯვენა ფეხის მქონეა, სრულიად საპირისპირო პროფილის მოთამაშეა, ვიდრე წიტაიშვილი.

ახლა ის იჯარით გვყავს, თუმცა შეთანხმებაში გამოსყიდვის შესაძლებლობაც შევიტანეთ. ვფიქრობთ, რომ კლუბს არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში, არამედ მომავალშიც სერიოზულად წაადგება.

არ მსურს, ზედმეტი მოლოდინები შევუქმნა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩავაყენო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მისი თამაშის სტილი და მოძრაობების სპექტრი ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მოგვაგონებს. მასში დიდ პოტენციალს ვხედავთ და გვჯერა, რომ შორს წავა“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მეცში ფოთის კოლხეთიდან იჯარით ჩაირიცხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი