გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია ბარსელონას შეუერთდა

გააზიარეთ

თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. კატალონიელებმა ქართველ კალათბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად დაადასტურეს.

33 წლის შენგელიამ ბარსელონასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის მიმართ ინტერესს ევროპის რამდენიმე ტოპგუნდი იჩენდა, მათ შორის მადრიდის რეალიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბარსელონაზე შეჩერდა.

შენგელია კატალონიაში იტალიური ვირტუს ბოლონიადან გადაბარგდა, რომლის რიგებშიც ბოლო წლები წარმატებით ითამაშა და ლიდერის როლი შეითავსა.

თორნიკესთვის ეს არა მხოლოდ ახალი გამოწვევა, არამედ ევროლიგის ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსია, ბარსელონას კი სანდო და გამოცდილი მოთამაშე ემატება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი