გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დიდი დარტყმა ჩვენს მეტოქეს – საბერძნეთს ცენტრი გამოაკლდა

გააზიარეთ

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს ყველაზე რთულ ჯგუფში მოუწევს კონკურენცია – მასპინძელი კვიპროსის გარდა ქართველების მეტოქეები ბერძნები, ესპანელები, იტალიელები და ბოსნიელები იქნებიან.

დღეს ევროპულ მედიაში ჩვენს კონკურენტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა – საბერძნეთს ევრობასკეტზე ძირითადის ცენტრი, გიორგიოს პაპაიანისი არ დაეხმარება.

როგორც ირკვევა, 28 წლის ცენტრს ზაფხულის დასასვენებლად და მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად გამოყენება სურს, რის გამოც ევრობასკეტ 2025-ზე თამაშზე უარი განაცხადა. პაპაიანისმა სულ ცოტა ხნის წინ თურქულ ანადულო ეფესთან გააფორმა კონტრაქტი და სურს, მომდევნო სეზონს იდეალურ ფორმაში შეხვდეს.

ის ბერძნებისგან პირველი არაა, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო – ჩვენს კონკურენტებს სხვადასხვა მიზეზით ნიკ კალატესი და ტომას ვოკაპიც გამოაკლდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯგუფს კვიპროსი უმასპინძლებს, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში კი ქართველები ლატვიაში გადაინაცვლებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი