გამოგვიწერეთ

Uncategorized

ინგლისის მედალი 60 წლის შემდეგ

გააზიარეთ

60-წლიანი პაუზის შემდევ ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის საფრანგეთთან გამართულ უხვგოლიან, თვალსასეირო დაპირისპირებაში ბრიტანელებმა 6:4 გაიმარჯვეს.

თომას ტუხელი გუნდმა პირველ ტაიმში ფრანგებს გადაუარა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
პირველივე ტაიმში დუბლი ბაკაიო საკამ გაიფორმა.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში შეხვედრის სურათი რადიკალურად შეიცვალა.
მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ფრანგებმა სამი გოლი გაიტანეს.
კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და ისევე როგორც ამ ჩემპიონატზე, ასევე ისტორიაში ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

87-ე წუთზე პენალტით ბაკაიო საკამ ჰეთ-თრიკი მიითვალა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჯერ საფრანგეთის ნაკრებმა მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, ბოლოს კი ჯუდ ბელინგემმა შესაბიშნავი სოლო რეიდი მოაწყო და მატჩის საბოლოო ანგარიში 6:4 დააფიქსირა.

ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი პირველად მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მე-3 ადგილისთვის
მაიამი, ,,ჰარდ როკი”
საფრანგეთი 4:6 ინგლისი
3′ რაისი (0-1), 18′ კონსა (0-2), 37′ 45+1′ საკა (0-3, 0-4), 48′ მბაპე (1-4), 53′ ბარკოლა (2-4),
66′ მბაპე (3-4), 87′ პენ. საკა (3-5), 90+6′ დემბელე (4-5), 90+8′
ბელინგემი (4-6)

საფრანგეთი: მუნიო, გუსტო (90+1′ კუნდე), კონატე (46′ უპამეკანო), ლაკრუა, თეო ერნანდესი (46′ დინი), ზაირ-ემერი, რაბიო, შერკი (46 დემბელე), ოლისე, დუე (46′ ბარკოლა), მბაპე.
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ინგლისი: ჰერდენსონი, ქუანსა (83′ ჯეიმსი), კონსა, გეჰი (90+3′ ჩალობა), სპენსი, რაისი, საკა, ეზე (79′ ბელინგემი), როჯერსი, რაშფორდი, ტონი (79′ ანდერსონი)
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი.

ავტორი: კახა მიხანაშვილი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად Uncategorized