გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ირაკლი სირაძის დაუჯერებელი გზა მეხუთე ლიგიდან დინამო თბილისამდე!

გააზიარეთ

24 წლის ფორვარდის, ირაკლი სირაძის კარიერული გზა ცხადი მაგალითია იმისა, რომ შრომა და თავდადება შედეგს ყოველთვის იძლევა.

2022 წლის 22 ივლისს ირაკლი სირაძე სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობს. მაშინ ფეხბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული და მხოლოდ სოფელ სავანის გუნდში, გატაცების დონეზე თამაშობდა.

2024 წელის ირაკლი მეხუთე ლიგის კლუბ იბერია 2010-ში თამაშობს. მისი ტალანტი ქართველმა სპეციალისტმა ლევან ლომიძემ შენიშნა და ფინეთში წაიყვანა, სადაც სირაძე ატლანტისში გადადის და ახალი ეტაპი იწყება.

2025 წლის 22 ივლისს, ზუსტად სამი წლის შემდეგ ირაკლი სირაძე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, დინამო თბილისის ფეხბურთელი ხდება!

2025 წლის 4 აგვისტოს ირაკლი პირველად გამოჩნდა დინამოს მაისურით და ბათუმის დინამოს წინააღმდეგ პირველივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა!

ეს არის შთაგონება ყველასთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ოცნებები მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა მოქმედებაც ახლავს. ირაკლი სირაძის ისტორია სწორედ ასეთი გზავნილია – ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით და დაუღალავი შრომით, წარმატება მიიღწევა.

ირაკლი სირაძის ისტორია ბევრს აუცილებლად გაახსენებს ინგლისელ თავდამსხმელს, ჯეიმი ვარდის, რომელიც ერთ დროს არაფრით განსხვავდებოდა ათასობით უცნობი მოთამაშისგან. 2010 წელს ვარდი თამაშობდა ინგლისის მე-7 დივიზიონში, ნახევარ-პროფესიონალურ ლიგაში.

შემდეგ გადავიდა მე-5 დივიზიონის გუნდში, სადაც დიდებული სეზონი ჰქონდა (31 გოლი ერთ სეზონში).

2012 წელს, როცა ვარდი უკვე 25 წლის იყო, ის შეამჩნია ლესტერ სიტიმ და გადაიბირა ინგლისის ჩემპიონშიპიდან (რანგით მე-2 დივიზიონიდან).

წლების შემდეგ ვარდი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირად და 2016 წლის ლესტერის ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა.

ირაკლი სირაძისა და ჯეიმი ვარდის გზები ბევრი კუთხით ჰგავს ერთმანეთს – ორივეს გვიანი სტარტი ჰქონდათ პროფესიულ დონეზე, ორივე თამაშობდა ქვედა ლიგებში და ორივემ შანსი მაქსიმალურად გამოიყენა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი