გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დავა დაწყებულია – სფფ ბედოშვილის ტრანსფერს შუქს არ უნთებს

გააზიარეთ

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი თემა ქართველი ფეხბურთელის, ვახო ბედოშვილის რუსულ პარი ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლაა, რომელსაც თან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და, ცოტა არ იყოს, სკანდალის ელფერიც დაჰკრავს.

ყოველ შემთხვევაში, დავა დაწყებულია…

სანამ დავის დეტალებზე ვისაუბრებთ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ისიც შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ვახო ბედოშვილს სატრანსფერო გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სფფ-ში დავრეკეთ, მაგრამ გვითხრეს რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და დეტალებისთვის კლუბთან გადაგვამისამართეს.

დავის დეტალებიც სწორედ კლუბთან მოვიპოვეთ. როგორც ორბის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ბესო ზედელაშვილმა გვითხრა, სადისციპლინო დავა ფეხბურთელთან დაწყებულია და FIFA-ში ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილია.

რაც შეეხება ფინანსურ დავას, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ნიჟნი ნოვგოროდული კლუბი ფეხბურთელს დაარეგისტრირებს. ჯერ ამის უფლება არ აქვს, რადგან არც ორბი და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც სფფ ამის უფლებას არ აძლევს.

თუმცა, FIFA საკითხებს უფრო ლოიალურად უყურებს და მკაცრად იცავს ფეხბურთელის უფლებებსაც, ამიტომ დროებით ტრანსფერის უფლებას ბედოშვილს მაინც მისცემს, რათა ვარჯიშისა და თამაშის საშუალება ჰქონდეს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ფინანსური დავა, რისთვისაც ორბი მზად არის…

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნიჟნი ნოვგოროდს პრობლემები მარტო ორბთან არ აქვს. რუსული კლუბი ფეხბურთელების მალულად გადაბირებას ცდილობს და, როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის. მაგალითად, შეგვიძლია რეინალდო სიფასი მოვიყვანოთ, რომელიც 2023 წლიდან თურქულ ანკარაგიუჯიუში თამაშობდა, კონტრაქტი 2027 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ახლახანს პარი ნიჟნი ნოვგოროდს შეუერთდა.

ანკარაგიუჯიუს ხელმძღვანელობა იწრმუნება, ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და FIFA-ში წერილიც გააგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ სიფასი პარი ნიჟნი ნოვგოროდში მათთან შეუთანხმებლად წავიდა.

თავად ფეხბურთელის განმარტებით გუნდი იმიტომ დატოვა, რომ თურქეთში მოქმედი წესების თანახმად, რანგით მესამე ლიგაში მყოფ კლუბებს ლეგიონერების ყოლის უფლება არ აქვთ. ანკარაგიუჯიუ კი, სწორედ აღნიშნულ დივიზიონშია. თუმცა, უკითხავად წასვლა მაინც კონტრაქტის დარღვევაში ითვლება…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი