გამოგვიწერეთ

ნაკრები

ირლანდიის კაპიტანი: ქართველები ძალისმიერად გვეთამაშებიან

გააზიარეთ

ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგის მესამეადგილოსან ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.  ირლანდიელთა  ძირითადი ბირთვი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეშია და აქედან გამომდინარე საქართველოში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ქრეიგ ქეისმა  კომენტარი გააკეთა.

“თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია თავის დასამკვიდრებლად და სრული სერიოზულობით ვეკიდებით.ქართველებისგან ძალისმიერ რაგბს ველით და სავარაუდოდ მორკინალებით შეეცდებიან უპირატესობის მოპოვებას. ასევე, არც დავით ნინიაშვილი უნდა დავივიწყოთ, რომელიც მსოფლიო კლასის მორაგბეა.” – თქვა ქრეიგ ქეისმა

საქართველოს ნაკრები ირლანდიას ისტორიაში მეექსვსედ დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები