გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კამარ ბოლდუინი ევრობასკეტისთვის მზად იქნება

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს აგვისტოს ბოლოს ევროპის ჩემპიონატი ელის. მართალია, ჯერ დრო ბევრია, მაგრამ საეჭვო იყო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, კამარ ბოლდუინის თამაში. ბასკონიაში მოთამაშე ბოლდუინმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატში მიიღო და მოედანს ჯერ არ დაბრუნებია. მისი თამაში გასულ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა და ერთი კვირით გადაიდო.

ბოლდუინის ბედით განსაკუთრებით ნაკრების სამედიცინო შტაბია დაინტერესებული და კალათბურთელთან მუდმივ კავშირზეა მთავარი ექიმი თორნიკე გოგიჩაიშვილი.

„მარტში კამარ ბოლდუინმა მარჯვენა ხელის მტევანზე დაზიანება მიიღო. კვლევებით დადგინდა, რომ საქმე გვქონდა მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის პროქსიმალური ფალანგის ხაზოვან  ფრაგმენტულ მოტეხილობასთან. გადაწყდა ქირურგიული ჩარევა და მოხდა მოტეხილი ძვლის შიდა ფიქსაცია ორთოპედიული სამაგრებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კამარ ბოლდვინმა გაიარა რეაბილიტაციის კურსი, რის შემდეგაც, 30 აპრილს მოსცილდა ორთოპედიული ინპლანტები და ვარჯიშს შეუდგა. აღდგენის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბოლო რენტგენოლოგიური კვლევებით შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც კამართან, ისე ბასკონიას ექიმებთან. იმედს ვიტოვებთ, რომ კამარი ამ სეზონშივე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ამ ტრავმის გამო ბოლდუინის თამაშს ევრობასკეტზე საფრთხე არ ემუქრება და ძალიან მალე შეძლებს საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები კვიპროსულ ჯგუფში მოხვდა და მასპინძელთა გარდა მეტოქეებად ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და ბოსნია ეყოლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი